რეზონანსი
04.05.2025

იაპონია დონალდ ტრამპის დამატებითი სატრანსპორტო ტარიფებით იმედგაცრუებულია. ქვეყნის პრემიერ მინისტრის თქმით, ორმა ქვეყანამ შეძლო კონსტრუქციული განხილვების გამართვა ტარიფებზე, მათ შორის ავტომობილების, ფოლადისა და ალუმინის ტარიფებზე, მაგრამ ვერ შეძლეს შეთანხმების მიღწევა.

„ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რომ ძალაში შევიდა დამატებითი ტარიფები ავტომობილების ნაწილებზე. ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა. გავაგრძელებთ აშშ-ის მიერ მიღებული სატარიფო ზომების სერიის გადახედვის მოთხოვნას. როგორც უკვე ვთქვი, კვლავ არსებობს პოზიციების სხვაობა აშშ-სა და იაპონიას შორის და ჯერ არ ვართ იმ მდგომარეობაში, რომ შეთანხმების წერტილი ვიპოვოთ", - აღნიშნა იშიბამ.

შეგახსენებთ, ტრამპის მიერ დაწესებული 25%-იანი ტარიფები ავტომობილების ნაწილებზე ძალაში 3 მაისს შევიდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×