რეზონანსი
04.05.2025

„ნატო-საქართველოს სწავლება 2025“-ის ფარგლებში, ვაზიანის საწვრთნელ ბაზაზე ნატო-ს სტანდარტებით აღჭურვილმა პირველი ქვეითი ბრიგადის სამედიცინო ასეულმა საჩვენებელი სწავლება ჩაატარა.

სწავლების სცენარის მიხედვით, განხორციელდა დაჭრილი სამხედროების ევაკუაცია საველე ჰოსპიტალში (ROLE2F) სპეციალური ტრანსპორტით – „დიდგორი მედევაკი“, პირველადი ქირურგიული დახმარების აღმოჩენა და შემდგომი ჰოსპიტალიზაცია.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საველე სწავლების მთავარი მიზანი სამხედრო სამედიცინო პერსონალის პროფესიული უნარ-ჩვევების გაუმჯობესება იყო, რაც ტაქტიკურ პირობებში ქვედანაყოფებისთვის ეფექტიანი სამედიცინო მხარდაჭერის გაწევას უზრუნველყოფს.

პირველი ქვეითი ბრიგადის სამედიცინო ასეულის მიერ გაშლილი საველე ჰოსპიტალის (ROLE2F) მუშაობას ნატო-ელი სამედიცინო ექსპერტები დააკვირდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×