
როდესაც შეკითხვას უსვამთ საელჩოს, საელჩო ელოდება ინსტრუქციას პარიზიდან. რა ინსტრუქციაც ექნება, იმასთან დაკავშირებით ისაუბრებს ზუსტად ისე, სიტყვა სიტყვით, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ.
მისი თქმით, საელჩოს რა ინსტრუქციაც ექნება, იმასთან დაკავშირებით ისაუბრებს ზუსტად ისე, სიტყვა სიტყვით.
„ჰქონდა ინსტრუქცია, რომ დაეფინანსებინა პოლიტიკური ორიენტაციის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციები, ვინც ჩართულები არიან საქართველოში დესტაბილიზაციის პროცესის განვითარებაში. გააკეთეს ეს.
საქართველოა დამნაშავე თურმე, მისი ხელისუფლებაა დამნაშავე, როდესაც სახელმწიფო ინტერესებს იცავს“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
ორმაგი სტანდარტი და საელჩოს დუმილი. საფრანგეთის საელჩო, პარიზის აქციებთან დაკავშირებით დუმს. „ქრონიკა“ დაინტერესდა, დაიწყო თუ არა საფრანგეთში გამოძიება პოლიციის ქმედებებზე, თუმცა, დიპლომატიური წარმომადგენლობისგან „ქრონიკას“ პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.
ცნობისთვის, პარიზში, პირველი მაისის დემონსტრაცია პოლიციასა და მომიტინგეებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, დაკავებულია 50 ადამიანი.