რეზონანსი
03.05.2025

სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი, რომელმაც ჯანმრთელობის პრობლემის გამო აშშ-ში ვიზიტი შეწყვიტა, ბელგრადის სამხედრო სამედიცინო ჰოსპიტალში მოათავსეს.

სერბეთის პრეზიდენტს სამკურნალო დაწესებულებაში ჯანდაცვის მინისტრი ზლატიბორ ლონჩარი და ექიმი - დრაგან დინჩიჩი დახვდნენ.

აშშ-ში ვიზიტის დროს ალექსანდრ ვუჩიჩი შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც სამედიცინო დახმარება მოითხოვა და გამოკვლევის შემდეგ სერბეთში დაბრუნება გადაწყვიტა.

სერბეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ალექსანდრ ვუჩიჩის მდგომარეობის შესახებ დეტალებს ჯერ არ ავრცელებს.

შეგახსენებთ, აშშ-ში ვიზიტის დროს ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აპირებს გამგზავრებას, რადგან ვლადიმერ პუტინს დაჰპირდა, რომ აღლუმს დაესწრება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×