რეზონანსი
03.05.2025

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკი განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან პირისპირ საუბარი იყო საუკეთესო, რაც კი აქამდე ჰქონიათ ლიდერებს.

ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

„შეიძლება, ეს იყო ყველაზე ხანმოკლე, მაგრამ ყველაზე შინაარსიანი შეხვედრა. ჩვენი გუნდების მიმართ პატივისცემის მიუხედავად, ჩემი აზრით, ერთი-ერთზე ფორმატმა იმუშავა. საუბრისთვის სწორი ატმოსფერო გვქონდა", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის აზრით, ვატიკანში შეხვედრის შემდეგ დონალდ ტრამპმა დაიწყო გარკვეული საკითხების განსხვავებულად აღქმა. ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ტრამპთან საუბრისას რუსეთის სანქცირების საკითხი წამოაყენა.

„დეტალებში არ შევალ, მაგრამ ის, რაც მან მითხრა, ძალიან ძლიერად ჟღერდა", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×