რეზონანსი
03.05.2025

„ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიაში ყველაზე პოპულარული პარტიაა და ახლა ბიუროკრატები მის განადგურებას ცდილობენ, - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა.

„დასავლეთმა ბერლინის კედელი ერთად დაანგრია. და ის ხელახლა აშენდა - არა საბჭოელების ან რუსების, არამედ გერმანული ისტებლიშმენტის მიერ“, - აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

გერმანიის ფედერალურმა სადაზვერვო სამსახურმა დღეს მემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ექსტრემისტულ პოლიტიკურ გაერთიანებად აღიარა. მიმდინარე წლის 23 თებერვალს გერმანიაში გამართულ რიგგარეშე არჩევნებში „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მეორე ადგილი დაიკავა და ხმათა 20,8% მიიღო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×