რეზონანსი
02.05.2025

თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხი ოპოზიციაში ისევ დაპირისპირების მიზეზად რჩება. გიორგი გახარიას გუნდში მიიჩნევენ, რომ საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნა პოლიტიკურ სუბიექტს ხელს არ უშლის, ნებისმიერი სხვა არჩევნებისთვისაც მოემზადოს. 

გიორგი გახარიას გუნდმა გამბედაობა ყველა იმ პარტიას დაუწუნა, რომელიც მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ამბობს ან კითხვას მკაფიოდ არ პასუხობს. "ნაციონალური მოძრაობისა" და კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრები ამბობენ, რომ 4 ოქტომბრის არჩევნებს არ განიხილავენ, "ლელოში" კი ფიქრობენ, რომ ეს საკითხი აქტუალური არ არის.

"გირჩი" ჯერჯერობით ერთადერთი ოპოზიციური პარტიაა, რომელმაც, 6 თვით ადრე, საარჩევნო კამპანიისთვის მზადება დაიწყო. ხვდებიან მხარდამჭერებს და აგვისტოში საარჩევნო მარათონში ჩაბმისთვის რესურსის მობილიზებასაც ახდენენ. ფიქრობენ, რომ, საბოლოოდ, პოზიციას სხვა პარტიებიც შეცვლიან.

ვიდრე ოპოზიციის ნაწილი ფიქრობს, "ქართული ოცნება" რიგით მეათე გამარჯვებას აანონსებს. სახელისუფლებო პარტიაში დარწმუნებული არიან, რომ 4 ოქტომბერსაც მათ ოპონენტებს მორიგი მარცხის განცდა მოუწევთ.

თვითმმართველობის არჩევნები 64 მუნიციპალიტეტში ჩატარდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×