რეზონანსი
02.05.2025

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ექსტრემისტულ პოლიტიკურ გაერთიანებად აღიარების ფაქტს გამოეხმაურა.

„თუ არა ორმაგი სტანდარტი და თუ არა მცდელობა საზოგადოებისთვის ტყუილის გასაღების, რა შეიძლება ვუწოდოთ იმას, რომ ევროპელი ბიუროკრატები იმ მიმდინარე პროცესს, რაც საქართველოში ვითარდება და კონკრეტული ფაქტების გამომზეურებას ემსახურება - რაც თავის დროზე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ იყო ჩადენილი და საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვით დასრულდება ამ პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებით, უწოდებს ანტიდემოკრატიულს. აქ კარგად ჩანს გლობალური „დიფ სთეითის“ ხელი“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

გერმანიის ფედერალურმა სადაზვერვო სამსახურმა მემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ექსტრემისტულ პოლიტიკურ გაერთიანებად აღიარა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×