რეზონანსი
02.05.2025

მონაწილის გარდაცვალების შემთხვევაში, მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული საპენსიო აქტივები, კანონიერ მემკვიდრეს გადაეცემა. ამის შესახებ საპენსიო ფონდის ოფიციალურ საიტზე ვკითხულობთ.

ინფორმაციაში განმარტებულია, რომ მონაწილის გარდაცვალების შემთხვევაში, მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული საპენსიო აქტივების შესაბამისი თანხა, კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით, მონაწილის კანონიერ მემკვიდრეს/მემკვიდრეებს გადაეცემა.

რაც შეეხება თანხის გაცემას, საპენსიო სააგენტოსთვის მონაწილის მემკვიდრის სათანადო მიმართვის შემთხვევაში, მონაწილის მემკვიდრეობისთვის საპენსიო აქტივების გადაცემა შეიძლება ერთიანი გადახდით, ან საპენსიო აქტივების მონაწილის მემკვიდრის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე გადატანის გზით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×