რეზონანსი
02.05.2025

საქალაქო სასამართლოში წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ აღმკვეთის შეფარდებისთვის სასამართლო პროცესი რამდენიმე წუთში დაიწყება. დაკავებული სასამართლოში სპეციალური ესკორტით მიიყვანეს.

დაკავებულის ვინაობა ამ დრომდე უცნობია. წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე, ტერორისტულ ორგანიზაციაში განსაკუთრებით მნიშვნელოვან ქმედებებზე პასუხისმგებელი პირია.

ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა.

დეტალებით მარიამ ქართველიშვილი.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კონტრტერორისტული ოპერაციების ფარგლებში კომპლექსურად გატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ქალაქ რუსთავში უცხო ქვეყნის ინიციატივით ინტერპოლის ცირკულარით ძებნილი, უცხო ქვეყნის ერთი მოქალაქე დააკავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×