რეზონანსი
02.05.2025

რადას სახალხო დეპუტატის, იაროსლავ ჟელეზნიაკის განცხადებით, აშშ-უკრაინას შორის გაფორმებული მინერალების შესახებ შეთანხმებას ვადები არ აქვს და უსაფრთხოების გარანტიებს არ შეიცავს.

"ეს შეთანხმება სამუდამოა, ვადები არ არსებობს. თეორიულად, 10 წლის შემდეგ მხარეებს მხოლოდ მისი შეცვლის შესაძლებლობა ექნებათ. ჩვენ ვიკითხეთ, სწორად გავიგეთ თუ არა, რომ შეთანხმებაში უსაფრთხოების გარანტიები არ არის. პრემიერმინისტრმა (დენის შმიგალი) გულწრფელად გვიპასუხა, რომ ისინი არ არსებობს“, - განაცხადა სახალხო დეპუტატმა.

ჟელეზნიაკმა ასევე აღნიშნა, რომ სახალხო დეპუტატები შეთანხმების ტექსტს ვერ გაეცნობიან და მისი მხარდაჭერა გაცნობის გარეშე მოუწევთ.

"დეპუტატები ხმას მისცემენ იმას, რაც არ უნახავთ. მესამე, ჩვენ ვიკითხეთ, მართალია თუ არა, რომ ფონდი დარეგისტრირდება არა უკრაინაში, არამედ აშშ-ში და ეს სიმართლეა", - განაცხადა პარლამენტარმა.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ მინერალების შესახებ შეთანხმებას ხელი 30 აპრილს მოაწერეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×