რეზონანსი
02.05.2025

ევროპის მასშტაბით 100-ზე მეტი არის იმ პარტიების რაოდენობა, რომელთა საქმიანობაც აკრძალულია და თურმე ეს შესაძლებელია, დემოკრატიულია, ყველანაირ სამართლებრივ საფუძვლებთან შესაბამისია, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ.

„ევროპის მასშტაბით 100-ზე მეტი არის იმ პარტიების რაოდენობა, რომელთა საქმიანობაც არის აკრძალული და თურმე ეს შესაძლებელია, დემოკრატიულია, ყველანაირ სამართლებრივ საფუძვლებთან შესაბამისია, ხოლო ჩვენს ქვეყანაში მოქმედი ჯაშუშური ქსელი "კოლექტიური ნაცმოძრაობის" სახით, თურმე მათ საქმიანობას არავინ უნდა შეეხოს, მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანებმა, ლამის არ არსებობს კონსტიტუციაში ჩანაწერი და საფუძველი პარტიის საქმიანობის აკრძალვისა, რომელთაც დარღვეული არ ჰქონდეთ. კიდევ ერთი მაგალითია, რომ უბრალოდ აღარ არსებობს „დიფ სთეითისთვის" სტანდარტები, როგორც უნდა ისე მოქმედებენ და ამავე დროულად, რა განცხადებასაც უნდა იმას აკეთებენ", - აღნიშნა გორდულაძემ.

გერმანიის ფედერალურმა სადაზვერვო სამსახურმა მემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის" ექსტრემისტულ პოლიტიკურ გაერთიანებად აღიარა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×