რეზონანსი
02.05.2025

საქართველოში „მაიდანიზაცია" ვერ მოხდება, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მათიკაშვილის თქმით, მილიონ 120 ათასმა ადამიანმა მხარი დაუჭირა ქვეყნის პროგრესს და არა „მაიდანიზაციას".

„საქართველოში „მაიდანიზაცია" ვერ მოხდება. მათ მილიონ 120 ათასი ადამიანისგან პასუხი მიიღეს, რომელმაც მხარი ქვეყნის პროგრესს დაუჭირა და არა „მაიდანიზაციას". კარგად ვიცით, მაიდანმა რა შედეგი მოიტანა, როგორ ჩამოიქცა უკრაინა და როგორ გახდა პროქსი ომის მონაწილე. საქართველოში ყველა ცვლილება კონსტიტუციის შესაბამისად გატარდება.

რაც შეეხება კოალიციას, საქართველოში კოალიციის შექმნის შანსი არ არსებობს, რადგან ამ ექსტრემისტებს მხარდამჭერები არ ჰყავთ. კოალიციურ მთავრობას საზოგადოების სათანადო მხარდაჭერა სჭირდება, რაც რადიკალებს არ გააჩნიათ. „ქართული ოცნების" რეიტინგი უფრო მეტია, ვიდრე საპარლამენტო არჩევნებზე იყო. სალომე ზურაბიშვილის სავიზიტო ბარათი ტყუილები კი არის, მაგრამ მათ სიცრუეს ვერავინ აჰყვება", - განაცხადა მათიკაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×