
UFC-ის ქვემსუბუქი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონის, ილია თოფურიას თქმით, იმედოვნებს, რომ 28 ივნისს გულშემატკივრებს კიდევ ერთხელ გაახარებს.
თოფურიას აღნიშნული მიმართვა ესპანური ტელეკომპანია „ტელემადრიდის" ეთერით გავრცელდა. 28 ივნისს ლას ვეგასში UFC 317-ია დაგეგმილი და მანამდე არსებული ინფორმაციით, 28 წლის ქართველმა მებრძოლმა მზადება სწორედ აღნიშნული ღონისძიებისთვის დაიწყო.
ჯერ უცნობია, ვინ იქნება ილია თოფურიას მომავალი მეტოქე. სავარაუდოდ, მსუბუქი დივიზიონის ქამრისთვის ის ან ბრაზილიელ ჩარლზ ოლივეირას შეხვდება, ან მოქმედ ჩემპიონ ისლამ მახაჩევს.
„იმედი მაქვს, 28 ივნისს ყველას კიდევ ერთხელ გაგახარებთ", - განაცხადა თოფურიამ.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში ქართველმა UFC-ის ქვემსუბუქი დივიზიონის (65კგ) ქამარი საკუთარი სურვილით დათმო და მსუბუქ წონაში (70კგ) გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო. მან ასევე აღნიშნა, რომ მომავალ ბრძოლას მხოლოდ ტიტულისთვის ჩაატარებს.