რეზონანსი
02.05.2025

გაერო-ს განვითარების პროგრამა (UNDP) აზერბაიჯანში ოფისს ხურავს. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული სააგენტო „ტრენდი" ორგანიზაციაში წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ორგანიზაციაში მედიასაშუალებას განუცხადეს, რომ ბაქოში გაერო-ს განვითარების პროგრამის ოფისი ხვალიდან იხურება.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა მარტში გაერო-ს განვითარების კოორდინაციის ოფისის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონულ დირექტორთან, გვი იოპ სონთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ამიერიდან აზერბაიჯანის ურთიერთობა გაერო-ს რიგ სტრუქტურებთან მათი შტაბ-ბინების დონეზე განხორციელდება.

როგორც აზერბაიჯანული მხარე აღნიშნავს, იმის გათვალისწინებით, რომ აზერბაიჯანი დახმარების მიმღები ქვეყნიდან გლობალური დღის წესრიგის ხელშემწყობ სახელმწიფოდ გარდაიქმნა, პრიორიტეტული იქნება თანამშრომლობა გაერო-ს ისეთ სტრუქტურებთან, როგორებიცაა გაერო-ს დასახლებების პროგრამა, გაერო-ს გარემოსდაცვითი პროგრამა, გაერო-ს კლიმატის ცვლილების ჩარჩოკონვენციის სამდივნო და სხვა შესაბამისი ორგანიზაციები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×