რეზონანსი
02.05.2025

ინდოეთში, ბიჰარის შტატის ქალაქ მოკამაში, ქვეყნის უფლებადამცველი ორგანო იძიებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 100-ზე მეტი ბავშვი სკოლაში ლანჩის დროს ავად გახდა მას შემდეგ, რაც საჭმელში მკვდარი გველი აღმოაჩინეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ადამიანის უფლებათა ეროვნული კომისიის განცხადების თანახმად, მზარეულმა ბავშვებს საჭმელი მაინც მიართვა, მიუხედავად იმისა, რომ მასში მკვდარი გველი იპოვა.

კომისიის ინფორმაციით, საკვები რომელშიც გველი აღმოაჩინეს დაახლოებით 500-მა ბავშვმა მიიღო.

მას შემდეგ, რაც ბავშვები ავად გახდნენ, ადგილობრივმა მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტა.

"თუ აღნიშნული ინფორმაციის შინაარსი სიმართლეა, ეს სტუდენტების მიმართ ადამიანის უფლებების დარღვევის სერიოზული პრეცედენტი იქნება", - ნათქვამია კომისიის განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×