რეზონანსი
02.05.2025

ახალ­ცი­ხე­ში სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­ში ორი ადა­მი­ა­ნის ცხე­და­რი იპო­ვეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლი­ლია მა­მა­კა­ცი და ქალი.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, საქ­მე ეხე­ბა მკვლე­ლო­ბას და თვით­მკვლე­ლო­ბას. „ambebi.ge"-ს ინფორმაციით, მა­მა­კაც­მა ჯერ მისი მე­გო­ბა­რი ქალ­ბა­ტო­ნი მოკ­ლა და შემ­დეგ თავი მო­იკ­ლა. გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან მარი ყურ­მაშ­ვი­ლი და სპარ­ტაკ არ­ზი­გი­ა­ნი.

მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 109-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

გარ­დაც­ვლი­ლი მა­მა­კა­ცი ას­პინ­ძი­დან არის, ქალი კი ახალ­ცი­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ერთ-ერთი სოფ­ლი­დან. რო­გორც მე­ზობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, ქალი და კაცი ახალ­ცი­ხე­ში ერ­თად ცხოვ­რობ­დნენ.

ად­გი­ლობ­რი­ვი, რო­მელ­მაც ვი­ნა­ო­ბის გამ­ხე­ლა არ ისურ­ვა, მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ სა­უბ­რობს:

„მომხდარით ჩვენც გაოგნებულები ვართ. სიმართლე რომ გითხრათ, გარდაცვლილები მეზობლებთან თითქმის არ კონტაქტობდნენ, არც ბევრი სტუმარი მოუდიოდათ; თუმცა ბინა იმდენი ხნის დაქირავებული ჰქონდათ, რომ ერთმანეთთან ურთიერთობა მაინც გვიწევდა. ესეც რომ არა, ახალციხე ისედაც პატარა ქალაქია და ყველა ყველას იცნობს. ისე კი, მამაკაცი ახალციხელი არ ყოფილა, ასპინძიდან იყო. ქალი იყო ახალციხის ერთ-ერთი სოფლიდან. ისინი არარეგისტრირებულ ქორწინებაში იყვნენ. კაცი უფროსი იყო, მაგრამ მიუხედავად ასაკობრივი სხვაობისა, უგებდნენ ერთმანეთს. სამუშაოზე მიდიოდნენ და მოდიოდნენ ხოლმე, ხმაურით არავის აწუხებდნენ. ასე, სრულიად მოულოდნელად, ეს ორივე ადამიანი "დამთავრდა"... დიდი უბედურებაა სიცოცხლის ასეთი დასასრული, ალბათ, თავადაც ვერასოდეს წარმოიდგენდნენ, თუ ასეთი დასასრული ექნებოდათ.

ხმა რომ გაგვეგო ვინმეს, ხომ იმავე ღამეს მივიდოდით, რომ ეგებ, რომელიმე მათგანი გადაგვერჩინა. პირველ სართულზე ჰქონდათ ბინა დაქირავებული, მეზობელმა ბინის წინ რამდენჯერმე ჩაიარა და კარი რომ სულ საეჭვოდ ღია იყო, ამიტომ შეაღო და... ორი გარდაცვლილი დახვდა. შოკში ჩავარდა საწყალი. დანარჩენი მეზობლები შეცვივდნენ და პოლიცია გამოიძახეს. მაგას სასწრაფო დახმარების ექიმებიც მოჰყვნენ და პროზექტურაში გადაასვენეს.

პოლიცია დაადგენს, როგორ და რა ვითარებაში არიან გარდაცვლილები. თუმცა მეზობლებმა მაინც ვიფიქრეთ, სხვა ვიღაც ხომ არ მოვიდა და ეს ხალხი დახოცაო. კაცს თუ ქალის მოკვლა ჰქონდა ჩაფიქრებული, იარაღი გამზადებული ჰქონდა, მკვლელობისას კარს ღიად რატომ დატოვებდა?! ბინაში მათი ნათესავები არავინ გამოჩენილან. პროზექტურაში მივიდნენ თუ არა ეს ნათესავები, ეგეც არ ვიცით.

იმედია, მომხდარს შესაბამისად გამოიძიებენ, ადამიანი მწერი ხომ არ არის, ასე რომ ვხოცავთ ერთმანეთს. დიდი უბედურებაა ეს!", - თქვა ადგილობრივმა „კვირის პალიტრასთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×