რეზონანსი
02.05.2025

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ამერიკაში საქართველოს ელჩი გათვალისწინებული პროცედურის მიხედვით დაინიშნება. მისი თქმით, აშშ-ში შეხვედრების დროს ელჩის დანიშვნასთან დაკავშირებით საუბარი არ ჰქონია.

„საუბარი მქონდა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ვიზიტის წინ მქონდა ელჩთან საუბარი და იქიდან გამომდინარე, რომ მქონდა ინფორმაცია, რომ ეს პროცესი მიდის გეგმაზომიერად, პროცედურები ხორციელდება დროში გაწერილი, რომელსაც არანაირი შეფერხება არ აქვს, შესაბამისად, მიზანშეწონილი არ იყო ამ საკითხის დასმა და/ან ამ საკითხის განხილვა შესაბამის კოლეგებთან. ეს პროცესი ჩვეულებრივ რეჟიმში ხორციელდება და ელჩის დანიშვნის პროცესმა გასავლელი პროცედურები უნდა გაიაროს“, - აღნიშნა გადაცემაში „იმედი LIVE“-ში ლევან დავითაშვილმა. 

2024 წლის ნოემბერში, აშშ-ში საქართველოს ელჩმა დავით ზალკალიანმა თანამდებობა დატოვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×