
ახალციხეში, 9 აპრილის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილ ქალს ჭრილობა გულ–მკერდის არეში, ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული. ამ ეტაპზე უცნობია, მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი.
მეზობლების განმარტებით, კაცმა ჯერ ქალს ესროლა, შემდეგ კი თავი მოიკლა.
შემთხვევა გუშინ მოხდა, თუმცა როგორც მეზობლები ამბობენ, მკვლელობის შესახებ დღეს გაიგეს; " კარი ღია იყო, შევიდნენ და გარდაცვლილები ნახეს".
გარდაცვლილი მამაკაცი ასპინძიდან არის, ქალი კი ახალციხის მუნიციპალიტეტის ერთ–ერთი სოფლიდან. ისინი, როგორც მეზობლები ამბობენ, ახალციხეში ქირით ცხოვრობდნენ.
წყარო: სამხრეთის კარიბჭე