რეზონანსი
01.05.2025

მას შემდეგ, რაც პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ხელისუფლებაში ძალაუფლების სრული კარტ-ბლანში აიღო, ახლა მოლოდინია, რომ ის ამგვარად ძალაუფლების გამყარებას პარტიაშიც შეძლებს. ვისზე დაიდება ფსონი, კობახიძე თუ კალაძე?

for.ge-ს სანდო წყარო უდასტურებს, რომ არჩევანი უკვე პრემიერ ირაკლი კობახიძეზე გაკეთდა და ის პარალელურად, პარტიის თავმჯდომარეც გახდება. სწორედ ამიტომ გახდა საჭირო ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკიდან გასვლა, რათა კობახიძემ პარტიის მართვაც შეძლოს. 

რაც შეეხება ღარიბაშვილს მან სწორედ ბიძინა ივანიშვილის თხოვნით მიიღო ეს გადაწყვეტილება და ის პოლიტიკურ პროცესებს მხოლოდ დროებით გამოეთიშა. 

ირაკლი კობახიძის პარტიის თავმჯდომარის პოსტზე დაბრუნების ვერსიას ისიც ადასტურებს, რომ კახა კალაძემ პირდაპირ უარყო "ქართული ოცნების" თავმჯდომარედ მისი კნადიდატურის დაყენების შესაძლებლობა.

„პარტიის თავმჯდომარეობაზე ჩემი კანდიდატურა არ განიხილება. მე ვარ „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, ასევე, დედაქალაქის მერი. ჩემთვის თანამდებობებს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. რიგითი ჯარისკაცი ვარ, უდიდესი პასუხისმგებლობა მაქვს აღებული როგორც ქალაქის წინაშე, ასევე, პარტიული მუშაობის თვალსაზრისითაც. რაც შეეხება კანდიდატურებს, პოლიტსაბჭო იღებს გადაწყვეტილებას და ამასთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება", - განაცხადა კალაძემ და იქვე მიანიშნა სავარაუდო თავმჯდომარის შესახებაც:

"მხარს დავუჭერთ იმ გადაწყვეტილებას, რასაც პოლიტსაბჭო წარმოადგენს. თუ ირაკლი კობახიძე იქნება პარტიის თავმჯდომარის კანდიდატად წარმოდგენილი, ამას მხოლოდ მივესალმები და მხარს დავუჭერ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×