რეზონანსი
01.05.2025

ყველას მივმართავ თხოვნით, რომ ვისაც შეუძლია, ეს იქნება თბილისის მერია, ბიზნესმენი, თუ ვინმეს კეთილი ნება, დამეხმაროს, რომ რაღაც ფონდი შევქმნათ ან რაღაც ტერიტორია მოგვცეს, რომ ეს ხალხი დავაკმაყოფილოთ, - ამის შესახებ ე.წ. ვაგზლის ბაზრობის მენეჯერმა, მზია ბუჩუაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დაზარალებულების ზარალი მასშტაბურად დიდია.

„ჩვენ ვართ ძალიან გაოგნებულები, ეს არის აღუწერელი ზარალი. ფიზიკურად ვერ ჩამოვთვლი, იმხელა ზარალთან გვაქვს საქმე. თითოეული მათგანის ცოდვით გული მიწუხს. ყველას მივმართავ თხოვნით, რომ ვისაც შეუძლია, ეს იქნება თბილისის მერია, ბიზნესმენი, თუ ვინმეს კეთილი ნება, დამეხმაროს, რომ რაღაც ფონდი შევქმნათ ან რაღაც ტერიტორია მოგვცეს, რომ ეს ხალხი დავაკმაყოფილოთ, რათა გააგრძელონ შრომა... ამიტომ თხოვნა მაქვს, რომ ტერიტორია გამოგვიყონ და ერთჯერადად რაიმე დახმარება [გაგვიწიონ]. მეც მქონდა მაღაზია და ძალიან დიდი ზარალი მაქვს. ყველაფერი ჩაიწვა”, - განაცხადა მზია ბუჩუაძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×