რეზონანსი
01.05.2025

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ალი ქაან ორბაისთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობისა და მჭიდრო ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები.

„ყურადღება დაეთმო სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებს და საქართველოსა და თურქეთის როლს რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის ხელშეწყობის საქმეში.

შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა, სტრატეგიული თანამშრომლობის ფარგლებში, ორმხრივი და მრავალმხრივი დღის წესრიგის აქტუალური საკითხები – მათ შორის, საუბარი შეეხო საქართველო-თურქეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს. განსაკუთრებით, ხაზი გაესვა ორი ქვეყნის სატრანზიტო და სატრანსპორტო პოტენციალის სრულად ათვისებისა და განვითარების აუცილებლობას.

მიხეილ ყაველაშვილმა თურქულ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისრაციის მიერ გავცელებულ ინფომაციაში.

ამასთან, შეხვედრის შესახახებ მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელშიც წერს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×