რეზონანსი
01.05.2025

რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის დღეს, 30 წლის შემდეგ პირველად, პირდაპირი რეგულარული ფრენები განახლდება. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

"რია ნოვოსტის" ცნობით, პირველ რეისს ავიაკომპანია UVT Aero "ვნუკოვო - სოხუმის" მარშრუტზე შეასრულებს. პირველი რეისი 3 მაისს უნდა შესრულებულიყო, თუმცა როგორც რუსული მედია წერს, გაზრდილი მოთხოვნის გამო, ავიაკომპანიამ გადაწყვიტა, 1-ელ მაისს დამატებითი რეისი შეესრულებინა.

ცნობილია, რომ ოკუპირებულ სოხუმში მოსკოვიდან ასევე ავიაკომპანია Ifly, და მოსკოვსა და კრასნოიარსკიდან კომპანია "ნორდსტარი" იფრენენ.

სოხუმის აეროპორტი ქლაქიდან 18 კილომეტრში მდებარეობს. საჰაერო ნავსადგური 1960-იან წლებში აშენდა და 1993 წელს დაიხურა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×