რეზონანსი
26.04.2025

სახელმწიფოების მეთაურები წმინდა პეტრეს მოედანზე პაპ ფრანცისკეს ხსოვნას პატივს მიაგებენ - მათ შორის არის საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი. მსოფლიოს ლიდერები წმინდა პეტრეს მოედანზე იმყოფებიან, სადა რომის პაპის, ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს. დაკრძალვის ცერემონიას ევროპის არაერთი სამეფო ოჯახის წევრები, მათ შორის ბრიტანეთის სამეფო ოჯახიდან პრინცი უილიამი ესწრებიან.

ცერემონიაზე იმყოფება საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ოჯახთან ერთად.

ცერემონიაზე ჩავიდა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც, რომლის ჩასვლაც ბოლო საათებამდე კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. თუმცა, მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზელენსკისა და ტრამპს შორის ხანმოკლე შეხვედრაც შედგა.

დაკრძალვის ცერემონიას ევროპის არაერთი სამეფო ოჯახის წევრები, მათ შორის ბრიტანეთის სამეფო ოჯახიდან პრინცი უილიამი ესწრებიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×