რეზონანსი
26.04.2025

ადამიანის უფლებების დამცველი 41 წლის ვირჯინია ჯუფრე, რომელიც პრინც ენდრიუსა და ჯეფრი ეპშტეინს ძალადობაში სდებდა ბრალს, გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ბოლო წლებში ის ავსტრალიაში ცხოვრობდა. 2021 წელს მან ბრიტანეთის პრინცის ენდრიუს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ჯუფრე მას სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდა. ჯუფრე ამტკიცებდა, რომ 17 წლის ასაკში ის პრინცი ენდრიუს მხრიდან არა ერთხელ გახდა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ჯეფრი ეპშტეინის ვილაზე.

ამერიკელი ფინანსისტი ჯეფრი ეპშტეინი, არასრულწლოვან გოგონებზე სექსუალურ ძალადობასა და მათ ტრეფიკინგში იყო ბრალდებული. მან 2019 წელს, საკანში ყოფნისას, განაჩენის მოლოდინში, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

პრინცი ენდრიუ ბრალდებებს უარყობდა, ჯუფრესთან გადაღებულ ფოტოს კი ყალბი უწოდა.

ბრალდებების შემდეგ პრინცმა დაკარგა სამხედრო წოდებები, სამეფო დაცვა, სამსახური, რომელიც ფინანსდებოდა წელიწადში სამი მილიონი ფუნტი სტერლინგით. 2019 წელს სკანდალის გამო მან ითხოვა, რომ საჯარო უფლება-მოვალეობისგან გაეთავისუფლებინათ.

2022 წელს მხარეები მორიგდნენ, რომ პრინცი ენდრიუ ჯუფრეს მიერ დაარსებულ ფონდში „მსხვერპლი უარს ამბობს გაჩუმდეს“ დიდ თანხას გადარიცხავდა. ფონდი ეხმარება იმ ადამიანებს, რომლებიც ძალადობის მსხვერპლი გახდნენ. არსებული ინფორმაციით, პრინცი 16,2 მილიონის გადახდას დაჰპირდა. დედოფალმა ელისაბედმა ფონდში 2 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადარიცხა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×