რეზონანსი
26.04.2025

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, სადაც შიდა პოლიტიკის გარდა მიმდინარე საგარეო პოლიტიკური დილემებიც განიხილებოდა, ხოლო ერთ-ერთი მთავარი თემა ევროკავშირი იყო, განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მას ხშირად ურეკავს და ეკითხება, როდის დატოვებს უნგრეთი ევროკავშირს. ინფორმაციას ამის შესახებ "ევრონიუსი" ავრცელებს.

ორბანმა აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტს განუცხადა, რომ უნგრეთი თავისი პროდუქციის 85%-ს ევროკავშირის ფარგლებში ყიდის.

მან ასევე განაცხადა, რომ ასეთი ხასიათისა და სპეციფიკის იდეა შეიძლება მიღებული იყოს მხოლოდ ხანგრძლივი და საფუძვლიანი განხილვის შემდეგ.

ორბანმა მანამდე განაცხადა, რომ 2004 წელს ევროკავშირი ისეთი რომ ყოფილიყო, როგორიც დღეს არის, უნგრეთი კავშირში გაწევრიანების განაცხადს, სავარაუდოდ, არ გააკეთებდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×