რეზონანსი
24.04.2025

პოლონეთს პრეზიდენტის, ანდჟეი დუდას განცხადებით, უკრაინას რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს გარკვეულ დათმობებზე წასვლა მოუწევს.

მისი თქმით, მშვიდობა ორივე მხარისგან, მათ შორის უკრაინისგან გარკვეულ კომპრომისებზე წასვლას მოითხოვს.

„დღეს ჩემი შეფასება აბსოლუტურად ნათელია: არ არსებობს არავინ აშშ-ის ფარგლებს გარეთ, ვისაც ვლადიმერ პუტინის შეჩერება შეუძლია. ამიტომაც მჯერა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მისი გამბედაობით ამ ომის დასრულება შეუძლია. მხოლოდ ამ ამერიკულ წნეხს შეუძლია ამ ომის დასრულება და მშვიდობის დამყარება, რომელიც არცერთი მხარისთვის არ იქნება კომფორტული. მაგრამ, შესაძლოა, ამან აქციოს ის გრძელვადიანად“, - თქვა დუდამ.

მისი თქმით, გრძელვადიანი მშვიდობა ურთიერთდათმობებზე უნდა აშენდეს. როგორც დუდამ აღნიშნა, ომი აზიანებს ორივე ქვეყანას, ამიტომაც, მათ კომპრომისებზე წასვლა მოუწევთ.

„ეს უნდა იყოს კომპრომისი. ვგულისხმობ იმას, რომ დე-ფაქტო ეს მშვიდობა იქამდე უნდა დავიდეს, რომ არცერთ მხარეს არ შეეძლოს ეთქვას, რომ მან ომში გაიმარჯვა. თითოეული მხარე, გარკვეულ წილად, დათმობაზე უნდა წავიდეს. უკრაინამაც რაღაცა გაგებით უნდა დათმოს. თუ რა დოზით მოხდება ეს, ამ ეტაპზე პასუხის გაცემა მიჭირს. ომი რუსეთს ფიტავს. ვლადიმერ პუტინი სარისკო თამაშს თამაშობს. ეს ომი საშინლად მოქმედებს უკრაინაზე. ამ ქვეყნებს ომის დასრულება სურთ. თითოეულ მათგანს ამ ომში გამარჯვება სურს, ეს ბუნებრივია“, - თქვა დუდამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×