რეზონანსი
24.04.2025

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, 26 მაისთან დაკავშირებით კომიტეტი შეიქმნება. როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა,  არალეგიტიმური ხელისუფლების გამო საფრთხის ქვეშ მყოფი დამოუკიდებლობის დაცვა რუსთაველზე უნდა მოხდეს.

"საკითხი, რომელიც ჩვენ განვიხილეთ და რომელზეც ვიწყებთ მუშაობას საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებთან - ეს არის 26 მაისის მოსამზადებელი კომიტეტის შექმნა, რომ ჩვენ დავგეგმოთ მთლიანად საზოგადოების 26 მაისი, რამეთუ ეს არის ჩვენი ერთობლივი, ყველასი, ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის ზეიმი იმ დროს, როცა ეს დამოუკიდებლობა არის საფრთხის ქვეშ ამ არალეგიტიმური ხელისუფლების გამო, მმართველი გუნდის გამო, ჩვენ უნდა დავიცვათ დამოუკიდებლობა, დავიცვათ იქ, სადაც ყოველთვის ვზეიმობთ 26 მაისს, ანუ რუსთაველზე და ამას გავაკეთებთ, დავგეგმავთ ყველანი ერთად, საზოგადოების წარმომადგენლები, ამ საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტები", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 26 მაისთან დაკავშირებული ღონისძიებები წელს რუსთაველის გამზირზე არ გაიმართება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×