რეზონანსი
24.04.2025

ლარის კურსის სტაბილურობის და საერთაშორისო ბაზრებზე ნედლი ნავთობის/პლატსის ფასის შემცირების ტენდენციის შენარჩუნების პირობებში, საცალო ფასები ქვეყანაში მოკლევადიან ჭრილში უნდა შემცირდეს. 

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ 2025 წლის პირველი კვარტალის შედეგები დღეს გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ აპრილში ნედლი ნავთობის ფასი დამატებით 8-10%-ით შემცირდა და კლების ტრენდს ინარჩუნებს.

ანგარიშის მიხედვით, ბენზინსა და დიზელზე, იანვარში ფასების ზრდა ფიქსირდება, ხოლო მარტში – ფასების კლება. იანვრის თვეში, საცალო ფასის ზრდა, ძირითად შემთხვევებში, განპირობებული იყო გაზრდილი თვითღირებულებით. ხოლო მარტში კლება განპირობებული იყო რიგი კომპანიების შემთხვევაში იმპორტირებული/ შიდა ბაზარზე შეძენილი საწვავის ღირებულების შემცირებით.

მსხვილ და მცირე ქსელებს შორის ერთი და იგივე ტიპის საწვავზე ფასთა შორის სხვაობა შეადგენს - ბენზინ რეგულარზე 24-44 თეთრს, ბენზინ პრემიუმზე 19-33 თეთრს, დიზელზე კი 29-46 თეთრს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×