რეზონანსი
24.04.2025

თეთრი სახლის პრესსპიკერის კეროლაინ ლევიტის განცხადებით, პრეზიდენტი ტრამპი იმედგაცრუებულია, მისი მოთმინება ივსება, რადგან პრეზიდენტი ზელენსკი, როგორც ჩანს, არასწორი მიმართულებით მოძრაობს.

„მას სურს გააკეთოს ის, რაც სწორია მსოფლიოსთვის. მას სურს მშვიდობის ხილვა. მას სურს მკვლელობების შეწყვეტა, მაგრამ ამისთვის ომის ორივე მხარე მზად უნდა იყოს და სამწუხაროდ, პრეზიდენტი ზელენსკი, როგორც ჩანს, არასწორი მიმართულებით მოძრაობს“, - აღნიშნა თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჟურნალისტებთან საუბარში.

მან ხაზი გაუსვა, რომ რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წელს განახორციელა - სამი წლით ადრე, სანამ დონალდ ტრამპი პირველი ვადით პრეზიდენტი გახდებოდა.

„როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა სამართლიანად აღნიშნა, სწორედ პრეზიდენტმა ობამამ დათმო ყირიმი, რომელმაც რუსეთს მისი მიტაცების უფლება მისცა 2014 წელს. პრეზიდენტი არ სთხოვს უკრაინას ყირიმის აღიარებას. მათთვის ამის გაკეთება არავის უთხოვია. ის ითხოვს, რომ ხალხი მოლაპარაკების მაგიდასთან მივიდეს და გააცნობიეროს, რომ ეს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში სასტიკი ომია“, - აღნიშნა კეროლაინ ლევიტმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×