
რუსეთის დავალებაა, რომ ქვეყანაში ყველანაირი წინააღმდეგობა აღიკვეთოს, თუმცა რეჟიმი ამას ვერ აკეთებს, რის გამოც გავეშებულია, - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, "ქართული ოცნება" რუსეთიდან მართული ხელისუფლებაა, რომელიც ახლა საქართველოში ჰიბრიდულ ომს აწარმოებს.
"ეს არის პირდაპირ რუსეთიდან მართული ოპერაცია. ჩვენ ვართ ახლა ჰიბრიდული ომის სამიზნეები. რეჟიმი, რომელიც ლაპარაკობს მშვიდობაზე თვითონ არის ომის ინსტრუმენტი და მეტი არაფერი. ამ ომში საკუთარი ამოცანები აქვს რუსეთს განსახორციელებელი...
რეჟიმი დავალებას ვერ ასრულებს იმიტომ, რომ რუსეთის დავალება არის, რომ აღიკვეთოს ქვეყანაში ყველანაირი წინააღმდეგობა და რეჟიმი ამას ვერ აკეთებს, ამიტომ არის ასეთი გავეშებული ახალი შეტევა და რა თქმა უნდა, ეს არის სისუსტის ასახვა იმიტომ, რომ ძლიერი რეჟიმი არ დასდევს ბავშვს სასამართლოში და არ ათრევს აქეთ-იქით. არ დასდევს ტროტუარზე ადამიანებს და ციხეში არ უშვებს ხალხს", - ამბობს სალომე სამადაშვილი.