რეზონანსი
23.04.2025

ოპერაცია კოდური სახელწოდებით - "კანდილი", საქართველოს მოქალაქეების დაკავებით დასრულდა. ესპანეთის რამდენიმე ქალაქში ერთდროულად ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების დროს, ხელბორკილები მძარცველთა დაჯგუფების ხუთ წევრს დაადეს. მათი ვინაობა არ საჯაროვდება, თუმცა ესპანური მედიის ცნობით, დაკავებულთა ასაკი 21-დან 56 წლამდე მერყეობს.

ესპანელი სამართალდამცველები ამბობენ, რომ ძარცვამდე ქართველი დამნაშავეები სამიზნე ობიექტებს სპეციალურ სტიკერებს აკრავდნენ, მომდევნო დღეს კი ადგილზე იმის დასადგენად ბრუნდებოდნენ, იმყოფებოდა თუ არა სახლში მეპატრონე.

მხოლოდ ბარსელონასა და უესკას პროვინციაში, ქართველების მიერ 39 სახლია გაძარცული. სპეცოპერაციის ფარგლებში სამართალდამცველებმა სტიკერებით მონიშნული კიდევ ცხრა ობიექტი იპოვეს. გაჩხრიკეს დაკავებულების ბინები, საიდანაც ამოღებულია 130 000 ევრო, ძვირფასეულობა, ცნობილი ბრენდების ტანსაცმელი და აქსესუარები.

სერიულ ძარცვაში ბრალდებული საქართველოს ხუთი მოქალაქე ახლა წინასწარ პატიმრობაშია. გამოძიება დანაშაულის თანამზრახველების გამოვლენაზე მუშაობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×