რეზონანსი
23.04.2025

ლონდონში უკრაინის, აშშ-ის, გერმანიის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა, რომ პარტნიორებთან ლონდონში მიმდინარე მოლაპარაკებებზე უკრაინაში „სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის გზებს“ განიხილავს.

მანამდე, დიდი ბრიტანეთის საგარეო და თავდაცვის მინისტრები, დევიდ ლემი და ჯონ ჰილი უკრაინელ კოლეგებს, ანდრეი სიბიგასა და რუსტემ უმეროვს შეხვდნენ.

ცნობისთვის, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისა და ომის დასრულების საკითხზე მოლაპარაკებები დღეს ლონდონში საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე უნდა გამართულიყო, თუმცა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ინფორმაცია გაავრცელა, რომ შეხვედრა გადაიდო და მოლაპარაკებები უკრაინის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის სხვა მაღალი თანამდებობის პირებს შორის გაიმართებოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×