რეზონანსი
23.04.2025

რადიკალურ ოპოზიციას როგორც მანამდე, არც ახლა არაფერი შეუძლია. ისევ მავნებლობა, დასმენა და ქვეყნის საწინააღმდეგო ნაბიჯების გადადგმა შეუძლია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუას თქმით, რადიკალური ოპოზიციის ბოლო ფაზა ერთმანეთზე დარევაა და ეს კინო უკვე ნანახი გვაქვს.

„უსამშობლო როდესაც ხარ, საკუთარ მოქალაქეებთან მისვლის პირი არ გაქვს, უცხოეთში ჩურჩულებ, ქვეყანა როგორ დაასანქცირო და უვიზო მიმოსვლა შეზღუდო, შენი ბოლო ასეთია. უკვე ერთმანეთის გინება დაიწყეს. პოლიტიკური ასპარეზიდან, როგორც შარშანდელი თოვლი, ისე გაქრებიან. ყველა უსამშობლოსა და რადიკალისტის ბოლო ეს არის", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×