რეზონანსი
23.04.2025

2025 წლის პირველ კვარტალში საქართველომ მოგზაურობიდან 826.0 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2.3 პროცენტით მეტია, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

„2025 წლის პირველ კვარტალში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლების თვალსაზრისით, მაღალი პროცენტული ზრდა დაფიქსირდა აზერბაიჯანიდან - 19.8 პროცენტი და საუდის არაბეთიდან - 12.3 პროცენტი. ამავდროულად, სტატისტიკის მიხედვით, მაღალი ზრდის ტემპით გამოირჩევა ისრაელიდან მიღებული მოგზაურობიდან შემოსავლები, რომელმაც 2025 წლის პირველ კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 73.7%-იანი ზრდა აჩვენა და 114.2 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა", - აღნიშნულია სებ-ის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულ შემოსავალში 2025 წლის პირველ კვარტალში ევროკავშირის ქვეყნების წილი 12.5 პროცენტით განისაზღვრა და 103.2 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა.

„კლების ტენდენციით ხასიათდება რუსეთიდან მიღებული მოგზაურობიდან შემოსავლები - 2025 წლის პირველ კვარტალში რუსეთიდან საქართველოში მოგზაურობით მიღებული შემოსავალი 17.2 პროცენტით შემცირდა", - აცხადებენ სებში.

საქართველოს შემოსავლები ტურიზმიდან 2025 წლის პირველ კვარტალში შემდეგნაირად ნაწილდება: აზერბაიჯანი - 48.6 მილიონი აშშ დოლარი; ბელარუსი - 15.9 მილიონი აშშ დოლარი; თურქეთი - 107.1 მილიონი აშშ დოლარი; ირანი - 27.2 მილიონი აშშ დოლარი; ისრაელი - 114.2 მილიონი აშშ დოლარი; რუსეთი - 141.8 მილიონი აშშ დოლარი; საუდის არაბეთი - 8.7 მილიონი აშშ დოლარი; სომხეთი - 28.2 მილიონი აშშ დოლარი; უკრაინა - 33.7 მილიონი აშშ დოლარი; ევროკავშირი - 103.2 მილიონი აშშ დოლარი; დანარჩენი ქვეყნები - 197.4 მილიონი აშშ დოლარი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×