რეზონანსი
23.04.2025

თურ­ქეთ­ში ერ­თმა­ნე­თის მი­ყო­ლე­ბით სამი მი­წისძვრა მოხ­და, მათ­გან ერ­თის სიმ­ძლავ­რე 6.2 მაგ­ნი­ტუ­დას შე­ად­გენ­და.

თურ­ქე­თის კა­ტას­ტრო­ფე­ბი­სა და სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის ცნო­ბით, პირ­ველ ჯერ­ზე მი­წისძვრის სიმ­ძლავ­რე 3,9 მაგ­ნი­ტუ­და იყო (ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით 12:13 წუთ­ზე), რა­საც 12:49 წუთ­ზე 6,2 მაგ­ნი­ტუ­დის სიმ­ძლავ­რის მი­წისძვრა მოჰ­ყვა, 12:51 წუთ­ზე კი მე­სა­მედ და­ფიქ­სირ­და მი­წის­ქვე­შა ბიძ­გე­ბი - ამ­ჯე­რად მი­წისძვრის სიმ­ძლავ­რე 4.4მაგ­ნი­ტუ­და იყო.

მი­წისძვრის ეპი­ცენ­ტრი მარ­მა­რი­ლოს ზღვა­ში იყო და ძლი­ე­რი ბიძ­გე­ბი სტამ­ბოლ­სა და მე­ზო­ბელ პრო­ვინ­ცი­ებ­ში იგ­რძნო­ბო­და.

ნგრე­ვი­სა და და­შა­ვე­ბუ­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ჯერ­ჯე­რო­ბით არ ვრცელ­დე­ბა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×