რეზონანსი
22.04.2025

 უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ სურს, ვატიკანში აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდეს.

უკრაინის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპთან შესაძლო შეხვედრის შესახებ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„დიახ, მსურს დონალდ ტრამპთან შეხვედრა. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, შევხვდეთ პარტნიორებს შეერთებული შტატებიდან", - განაცხადა ზელენსკიმ.

აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტის რანგში პირველი ვიზიტით ვატიკანში ჩავა და პაპ ფრანცისკეს დაკრძალვას დაესწრება.

რომის პაპ ფრანცისკეს დაკრძალვა შაბათს, 26 აპრილს არის დაგეგმილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×