რეზონანსი
22.04.2025

 თელავის მე-6 საჯარო სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს და ტრაგიკულად დაღუპულ მოსწავლეებს გლოვობს:

„უდიდესი ტრაგედიაა ჩვენს სკოლაში, თელავის N6 საჯარო სკოლაში... ვტირით ყველა ჩვენი სკოლის ორი მოსწავლის: მე- 6 კლასელი ავთანდილ ბურნაძისა და მე-8 კლასელი გიორგი ბურნაძის ტრაგიკულად გარდაცვალებას.

ენით აუწერელი ტკივილია, რასაც განვიცდით... რასაც განიცდიან ავთო და გიო, თქვენი კლასელები, მათი მშობლები, მასწავლებლები, კლასის დამრიგებლები, სკოლის ადმინისტრაცია... ვუსამძიმრებთ მათ, თქვენს ახლობლებს, ოჯახს, აღმზრდელ ოჯახს... უფალმა სასუფეველი დაგიმკვიდროთ, ჩვენო ანგელოზებო," - ვკითხულობთ სამძიმრის წერილში.

ცნობისთვის, ტრაგედია ქვემო ხოდაშენში მოხდა. ახლობლების ინფორმაციით, გია ბურნაძეს და მათ შვილებს, ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ. დაღუპულები, სავარაუდოდ, სათევზაოდ იყვნენ წასულები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×