რეზონანსი
22.04.2025

გურჯაანის მუნიციპალიტეტში სოფლები დაისეტყვა

ვაჩნაძიანში, კალაურში, ვაზისუბანში,  მუკუზანსა  და შაშიანში სტიქია დაახლოებით 15 წუთს გაგრძელდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, სტიქიას  წვიმაც ახლდა, თუმცა, ვენახებისა  და სასოფლო- სამეურნეო სავარგულების მდგომარეობა ჯერ- ჯერობით არ იციან.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ვითარებას ადგილზე ეცნობიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×