რეზონანსი
22.04.2025

შვეიცარიამ რვა რუსული მედიასაშუალების მიმართ სანქციები დააწესა — ამის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის ეკონომიკის ფედერალური სამდივნოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვრცელდება.

შეზღუდვები 23 აპრილიდან ამოქმედდება და შეეხება ისეთ მედიასაშუალებებს, როგორიცაა: „ლენტა.რუს“, „ზვეზდა“, „კრასნაია ზვეზდა“, „ევრაზია დეილი“, „ნიუს ფრონტი“, „საუზ ფრონტი“, „რუბალტიკ.რუს“ და სტრატეგიული კულტურის ფონდი.

შვეიცარიის გადაწყვეტილება ევროკავშირის სანქციების მეთექვსმეტე პაკეტს მიჰყვება, რომელიც 24 თებერვალს დამტკიცდა და მოიცავდა აღნიშნული რუსული მედიასაშუალებების მაუწყებლობის აკრძალვას ევროპის ტერიტორიაზეც.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×