რეზონანსი
22.04.2025

როგორც საჯარო სივრცეში, ისე კულუარებიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარების სანაცვლოდ, ბრიუსელი უკრაინისგან ითხოვს გააგრძელოს ომი რუსეთთან სადამდეც შეუძლია, - წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ომის გაგრძელებისთვის, ბრიუსელი კიევს ახალი და უფრო ეფექტური შეიარაღების და სხვა დახმარების მიწოდებას ჰპირდება, ხოლო, თავად უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება, ბლოკს 2.5 ტრილიონი ევრო დაუჯდება.

„როგორც საჯარო სივრცეში, ისე კულუარებიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარების სანაცვლოდ, ბრიუსელი უკრაინისგან ითხოვს გააგრძელოს ომი რუსეთთან სადამდეც შეუძლია. ამისათვის კი ახალი და უფრო ეფექტური (მაგ. Taurus რაკეტები) შეიარაღების და სხვა დახმარების მიწოდებას ჰპირდება.

უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება კი ბლოკს, სხვადასხვა მონაცემებით 2,5 ტრილიონი ევრო დაუჯდება“, - დაწერა ანჯაფარიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×