რეზონანსი
19.04.2025

რუსეთი საკუთარი ტანკებისათვის აუცილებელი ქრომის შესყიდვას წლების განმავლობაში გერმანიაში, კერძოდ ფრანკონიაში ფირმა EKC-გან ახორციელებს, - წერს გერმანული გამოცემა Handelsblatt. ბრიტანეთმა ქრომის მიმწოდებელი ფირმა 2025 წლის თებერვალში დაასანქცირა, რასაც გერმანელი მწარმოებელი იურიდიულად გაუმართლებლად მიიჩნევს და ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

„ეს მასალა მნიშვნელოვანია ზარბაზნებისა და საარტილერიო ჭურვების დასამზადებლად. ქრომის უმსხვილესი მიმწოდებელი რუსული იარაღის წარმოებისთვის გერმანიის ცენტრში მდებარეობს - ფრანკონიაში. 2023 წლის იანვრიდან 2024 წლის აპრილამდე კომპანია EKC-მა ვლადიმერ პუტინის ქვეყანაში 24,2 მილიონი ევროს ქრომის ექსპორტი განახორციელა“, - იუწყება Handelsblatt-ი და აღნიშნავს, რომ ამგვარად რუსეთი მთელი იმპორტიდან იარაღის დამზადებისთვის საჭირო მასალების დაახლოებით ნახევარს გერმანიიდან იღებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×