რეზონანსი
18.04.2025

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი, ავთანდილ ცინცაძე სოციალურ ქსელში „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის" ხელმძღვანელის თანამდებობიდან დავით დოიაშვილი გათავისუფლების გამო გამოთქმულ კრიტიკულ განცხადებებს ეხმიანება.

„2011 წელს რობერტ სტურუა რომ რუსთაველის თეატრიდან გაუშვეს, რატომღაც არ გვახსენდება იმ მსახიობების ერთი საპროტესტო სიტყვაც კი,რომლებსაც დღეს დოიაშვილზე გული შეტკივათ!

საუბარია რობერტ სტურუაზე, ადამიანზე, რომელიც თავადაა ქართული თეატრის ისტორია და ეს მათ ყველაზე კარგად იციან", - წერს ავთანდილ ცინცაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×