რეზონანსი
16.04.2025

ან მიიღებენ მონაწილეობას ან არ მიიღებენ მათ არავინ არ ეკითხებათ, მათზე ეს ყველაფერი არ არის დამოკიდებული, - გამაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ოპოზიციის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, რადიკალები რეალურად არაფრისთვის არ ემზადებიან ვინაიდან ისინი მითითებებს ელოდებიან მათი პატრონებისგან.

„კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ რეალურად არც არაფრისთვის არ ემზადება. ეს ადამიანები ემზადებიან, რომ დავალება შეასრულონ მაგრამ ვერ ასრულებენ ამ დავალებასაც და მერე ჩვენ ვხედავთ ხოლმე, რომ უცხოეთში მაგიტომ დადიან, რომ თავიანთ პატრონებს ანგარიში ჩააბარონ და თან დაიჩივლონ, რომ მათ მიერ გაცემული დავალებები ვერ სრულდება იმიტომ, რომ ქართული ხალხი მათ არ უჯერებს. რეალურად, მათი მზადების შედეგი იქნება, რომ დავალებას მიიღებენ ან მიიღებენ მონაწილეობას ან არ მიიღებენ მათ არავინ არ ეკითხებათ, მათზე ეს ყველაფერი არ არის დამოკიდებული“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×