რეზონანსი
16.04.2025

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი 28-29 აპრილს სომხეთის რესპუბლიკას ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. ვიზიტთან დაკავშირებით თანხმობის მისაღებად შესაბამისი წინადადებით მან მთავრობას უკვე მიმართა.

როგორც მთავრობის განკარგულებაშია აღნიშნული, სომხეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მიხეილ ყაველაშვილის შეხვედრები სომხეთის პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტთან და უმაღლეს პატრიარქთან.

„საქართველოს პრეზიდენტს მიეცეს თანხმობა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის გასაღრმავებლად, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, პრემიერ -მინისტრთან, სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტთან და უმაღლეს პატრიარქთან შეხვედრების გამართვის მიზნით, 2025 წლის 28-29 აპრილს სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალურ ვიზიტთან დაკავშირებულ წერილით წარმოდგენილ წინადადებაზე", - წერია დოკუმენტში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×