რეზონანსი
16.04.2025

უკრაინის პარლამენტმა ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა.

უმაღლეს რადაში გამართული კენჭისყრისას საომარი მდგომარეობის 6 აგვისტომდე გახანგრძლივების გადაწყვეტილებას 357-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ მხოლოდ ერთი დეპუტატი წავიდა.

ცნობისთვის, უკრაინაში საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის გახანგრძლივების ინიციატივით უმაღლეს რადას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართა. ამასთან, პარტია „ევროპული სოლიდარობის" წევრმა, ალექსეი გონჩარენკომ განაცხადა, რომ საომარი მდგომარეობისა და მობილიზაციის გახანგრძლივებას მხარს არ დაუჭერს, რადგან ხელისუფლებას არ ჩაუტარებია დემობილიზაცია და არ დაუდგენია სამხედრო სამსახურის ზღვრული ვადა. შეგახსენებთ, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე უმაღლესმა რადამ უკვე მეთხუთმეტედ დაუჭირა მხარი საომარი მდგომარეობის გახანგრძლივებას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×