რეზონანსი
16.04.2025

აშშ-მა შესაძლოა ჩინეთისთვის ტარიფი 245%-მდე გაზარდოს. ინფორმაცია ამის შესახებ თეთრი სახლის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.

თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ „განთავისუფლების დღეს", აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დააწესა 10%-იანი ტარიფი ყველა ქვეყნისთვის. ასევე ინდივიდუალური, უფრო მაღალი ტარიფები იმ ქვეყნებისთვის, რომლებთანაც შეერთებულ შტატებს აქვს სავაჭრო დეფიციტი.

ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ 75-ზე მეტი ქვეყანას სურს ვაშინგტონთან ახალი სავაჭრო შეთანხმებების განხილვა, რის შემდეგაც ტრამპმა დროებით შეაჩერა ინდივიდუალური ტარიფები იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც მოლაპარაკებებზე დათანხმდნენ. გამონაკლისი იყო ჩინეთი, რომელმაც საპასუხო ზომები მიიღო.

„ამ ქმედებების შედეგად, ჩინეთს ახლა ემუქრება აშშ-ში იმპორტზე 245%-მდე ტარიფი", - ნათქვამია განცხადებაში.

ამჟამად ჩინეთისთვის 145%-იანი ტარიფი მოქმედებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×