რეზონანსი
16.04.2025

აშშ-მა ვიქტორ ორბანის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მოხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერზე, ტემი ბრიუსზე დაყრდნობით ავრცელებს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ტემი ბრიუსის განცხადებით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანტალ როგანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ინტერესებს არ შეესაბამება.

„სახელმწიფო მდივანმა საგარეო საქმეთა მინისტრს, სიიარტოს უნგრელი მაღალჩინოსნის, ანტალ როგანის აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის სპეციალურად განსაზღვრული პირთა სიიდან ამოღების შესახებ აცნობა და აღნიშნა, რომ ეს აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ინტერესებში არ შედის“, - განაცხადა ტემი ბრიუსმა.

მისი ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაძლიერებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.

ცნობისთვის, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ანტალ როგანს კორუფციაში სავარაუდო ჩართულობის გამო „მაგნიტსკის გლობალური სიით“ გათვალისწინებული სანქციები 7 იანვარს დაუწესა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×