რეზონანსი
15.04.2025

„ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად მის შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ეს არის ჭორი.

მდინარაძის თქმით, ამ ჭორს გაგრძელება არ ექნება.

„გეტყვით, რომ ჭორებს ნუ აყვებით, ძალიან გთხოვთ. არსებობს ასეთი ტელევიზია „ფორმულა", რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე ჭორიკანა ტელევიზია. მეც გამიგია ეს ჭორები და „ფორმულამ" ეს ჭორი კიდევ უფრო განავრცო. მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ ეს არის ჭორი, რომელსაც გაგრძელება არ ექნება", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×