რეზონანსი
14.04.2025

მოქალაქე ლექსო სამხარაძე აცხადებს, რომ თავისუფლების მოედანზე თავს დაესხნენ, მის მეგობარს კი თავზე მიყენებული დაზიანების გამო ოპერაცია დასჭირდა.

როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, თავში "წვეტიანი ნივთი" ჩაარტყეს და ბევრი ჭრილობა მიაყენეს.

„სასიკვდილოდ გაგვიმეტეს ქოცებმა.

ძალიან ბევრჯერ დამესხნენ თავს და ყოველ ჯერზე მოვახერხე უდანაკარგოდ გამოვსულიყავი. ამჯერად, თავისუფლების მოედანზე უკნიდან კეფისა და ნათხემის ადგილას, კასტეტისმაგვარი წვეტიანი ნივთი ჩამარტყეს თავში და იმათივე შეიარაღებულებმა მუშტი კრივი გაგვიმართეს. საკმაოდ ბევრი ნახეთქი ჭრილობები მოგვაყენეს თავის არეში.

ჩემს ძმაკაც ლევან ყანჩაველს ოპერაცია დასჭირდა, რადგან თავის ქალა გაუბზარეს. გაბზარულ ადგილას სანტიმეტრნახევრიანი ტიტანის იმპლანტი ჩაუდგეს. ხვალ მივდივარ მეც კატეს გადასაღებად.

ჩვენ მალე გამოვჯანმრთელდებით და იმაზე ჩქარა, ვიდრე მავანთ ჰგონიათ, გათავისუფლებულ რეჟიმის ტყვეებთან ერთად, აღვნიშნავთ ქოცების რუსეთში გაქცევას.

P.S. პირველ სურათში, ჩემი კეპია რომ მიხვდეთ, დაახლოებით როგორი წვეტიანი საგანი ჩამარტყეს და იმავე საგნით გვეჩხუბნენ", - წერს სამხარაძე სოციალურ ქსელში და თან ურთავს ფოტომასალას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×